8 მარტს ქუთაისი "1000 მშობლის მარშს"
შეუერთდება.
"გამო, გამო,
შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო"
- ამ მოწოდებით გოგონების და ქალების მიმართ სქესობრივი
ძალადობის წინააღმდეგ 100 დღიანი კამპანია დაიგეგმა. კამპანიის
მიზანი სისტემაში არსებული იმ პრობლემების აღმოფხვრაა,
რომელიც გოგონებსა და ქალებს სქესობრივი ძალადობისგან ვერ
იცავს.
"1000 მშობლის მარში" ცენტრალურ მოედანზე 17:00
საათზე გაიმართება.
კამპანიის ორგანიზატორები მოითხოვენ სისხლის სამართლის კოდექსში
შიცვალოს გაუპატიურების მუხლი და მოძალადის მიმართ თანხმობის
არარსებობა გახდეს ცენტრალური ამოსავალი; პროკურატურაში
შეიქმნას დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს
ეფექტიანად გამოიძიებს; სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური
განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის
ამოცნობას და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და
სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ქობულეთში, სექსუალური ძალადობის
მსხვერპლის 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის
პასუხისმგებლობის საკითხი.
აქცია პარალელურ რეჟიმში გაიმართება თბილისში,
გორში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულში, ქობულეთში, რუსთავში,
ახალციხესა და ხარაგაულში.
მასალის გამოყენების პირობები