ქუთაისში ე.წ "კინო საქართველოს" შენობაში ახალი გასართობი ცენტრი
„happy candy club” გაიხსნა.
პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და მერიის ადმინისტრაციის უფროსი
ესწრებოდნენ.
ცენტრში 3 ძირითადი დარბაზი ფუნქციონირებს. ოთახი თინეიჯერებისთვის,
დაბადების დღის ცენტრი პატარებისთვის და ბავშვების დასატოვებელი
დარბაზი, სადაც მშობელს დღის მანძილზე შეუძია შვილი კვალიფიციურ
პერსონალს ჩააბაროს.
ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ბავშვებს კვებითა და ტრანსპორტირებით.
ძირითად დარბაზში ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტი და კაფე, ასევე
ბავშვებისთვის გასართობ ატრაქციონები.
,,კინო საქართველოს“ შენობა მრავალფუნქციურია, სადაც ეტაპოვრივად
მოხდება სხვადასხვა ობიექტების გახსნა, მათ შორის მომავალი წლისთვის
იგეგმება ექვსი კინოდარბაზის გახსნა.
ქუთაისში ე.წ კინო "საქართველოს" შენობა 8 წლიანი მშენებლობის შემდეგ
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაიხსნა.
"კინო საქართველოს" შენობა
კინოდარბაზების გარეშე, კოტონის მაღაზიით
გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები