ახალი ამბები
როდის აღდგება ფრენები ქუთაისის აეროპორტში - Wizz Air-ის განცხადება
FaceBook
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებიდან, მეორე დღეს Wizz Air-ი აცხადებს, რომ  ზუსტად არ იცის როდის აღადგენს ფრენებს.

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ი, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. კომპანიის განმარტებით, ტარიღის დასახელების მიზეზი  ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებაა, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდვით ვირუსის გარცელების შეჩერებას ცდილობენ.

"Wizz Air-ი" საქართველოდან ფრენებს განაახლებს როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის საშუალებას მისცემს და მოთხოვნაც გამოჩნდება. ამ ეტაპზე ძალიან ადრე იქნება ფრენების განახლების ზუსტ თარიღზე კომენტარის გაკეთება. ფრენების განახლების თარიღით სპეკულაციას არ დავიწყებ, რადგან ვითარება ყველა ქვეყნის ბაზარზე ძალიან ცვალებადია, რადგან მთავრობები კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად, ცდილობენ, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ. "Wizz Air-ი" კვლავ ერთგულია საქართველოსი და ქუთაისიდან ფრენებს აღადგენს როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მისცეს,"-აცხადებს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ანდრას რადო.

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.

საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პისიარ ტესტის საფუძველზე შემოდიან.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #Wizzair #ფრენები
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.