ახალი ამბები
რიონის სანაპიროზე საკრებულოს დეპუტატი სასტუმროს აშენებს
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონის სანაპიროზე,  2148 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო შენდება.

პროექტი, რომელიც ორი -  7 და 8 სართულიანი შენობისგან შედგება, ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახს ეკუთვნის. კოპალეიშვილებმა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მიწის ნაკვეთი 2016 წელს,  "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში შეიძინეს. 2020 წელს კი, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის პროექტი წარუდგინეს, სადაც შენობების სიმაღლე 13 სართული უნდა ყოფილიყო,  თუმცა, თვითმმართველობამ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად, პროექტი ორჯერ დაიწუნა და მეპატრონეს სართულების შემცირება მოსთხოვა.

ბოლო ვერსიით, სასტუმროს ერთი შენობა 7, ხოლო მეორე 8 სართული იქნება, თუმცა, კოპალეიშვილების ოჯახს პროექტის გადაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს, რის შემდეგაც, შესაძლოა, სართულების რაოდენობა კიდევ შემცირდეს.
ამირან კოპალეიშვილი, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, რომ რიონის სანაპიროზე 2148 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. დეპუტატი არც სასტუმროს მშენებლობას უარყოფს და ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული შენობების სიმაღლე ქალაქის  იერსახეს არ დაამახინჯებს, რადგან მსგავსი შენობები  ცენტრალურ ნაწილში სხვაც ბევრია.

"თუ ლამაზი შენობა ჩაიდგმება, ქალაქსაც გამოადგება როგორც ტურისტული ზონა. იქვე არის "ბესთ ვესტერნის" და "მ2"-ს  მაღალი შენობები და ჩვენი ოჯახის ინტერესშიც არის, რომ ეფექტური და მიმზიდველი იყოს ჩვენი შენობა. როცა ირგვლივ კონკურენციაა, თუ მიმზიდველი არ ხარ, სტუმარიც არ გეყოლება. ცოტა ხანში ვიქნებით მზად, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში წარვადგინოთ კორექტირებული პროექტი, სადაც შესაძლოა სართულების რაოდენობა შემცირდეს და არქიტექტურაც სხვანაირი იქნება. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ეს  ტერიტორია 2016 წელს აუქციონზე  გამოვიდა იმ პირობით, რომ იქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო. ჩემმა ოჯახმა დაინახა ტურიზმის განვითარების პერსპექტივა და გადაწყვიტა მისი შეძენა", - ამბობს ამირან კოპალეიშვილი.

დეპუტატი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 2148 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენასა და იქ სასტუმროს მშენებლობაში მმართველ გუნდთან კავშირის გავლენას ვერ ხედავს. იგი ამბობს, რომ მაშინ, როცა მისმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი იყიდა, ის საკრებულოს დეპუტატი არ იყო, თუმცა, ამირან კოპალეიშვილი 2012 წლიდან "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. უფრო მეტიც, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ კორპუსში დღემდე ფუნქციონირებს მმართველი პარტიის ოფისი.

ამირან კოპალეიშვილი ქუთაისის საკრებულოში 2017 წელს აირჩიეს. იგი უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი სახელი დაკავშირებულია ბიზნესსაქმიანობასთან. სწორედ მისი ოჯახის კომპანიამ "გიან 2011"-მა მოიგო ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობის ტენდერი, რომელზეც მას შემდეგ თქვა უარი, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.


ამავე თემაზე:

ამირან კოპალეიშვილი რუბრიკაში „დეპუტატის ბიზნესი“
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.