ახალი ამბები
საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა ქუთაისიდან მუშაობა განაახლა - იხილეთ ფასები და განრიგი
FaceBook
სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა 25 თებერვალს განაახლა.
მოქალაქეები ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე,  გამგზავრებამდე გაიზომონ ტემპერატურა და დაიცვან  ჰიგიენის აუცილებელი ნორმები.

სავალდებულოა ტრანსპორტის სალონის დეზინფექცია. კვლავ აკრძალული იქნება გათბობა – გაგრილების სისტემის ჩართვა.

რაც შეეხება ფასებს და მუშაობის საათებს:

ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით - მგზავრობის ღირებულება 15 ლარია; აღნიშნულ მიმართულებაზე ტრანსპორტი მუშაობს დილის  07:00 საათიდან 18:00 საათამდე;

ქუთაისი-ზესტაფონი - 2 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 20:00 საათამდე;

ქუთაისი-წყალტუბო - 1,20 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 20:00 საათამდე;

ქუთაისი-ხარაგაული - 4,50 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 19:00 საათამდე;

ქუთაისი-სამტრედია - 2 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 20:00 საათამდე;

ქუთაისი-ხონი - 2 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 20:00 საათამდე;

ქუთაისი-ტყიბული - 4 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 19:00 საათამდე;

ქუთაისი-ვანი - 2,50 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 20:00 საათამდე;

ქუთაისი-ჭიათურა - 7 ლარი; გამგზავრება შესაძლებელია დილის  07:00 საათიდან 18:00 საათამდე;

"ვცდილობთ, იგივე ფასი იყოს შენარჩუნებული რაც შეზღუდვების დაწესებამდე იყო", - ამბობს ავტოსადგური "ოკრიბას" მენეჯერი დავით ყაველაშვილი.

პანდემიამდე ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ მიმართულებაზე,  ფასი, პანდემიის შემდეგ ჯერ ორი ლარით გაიზრდა, შემდეგ კი 15 ლარი გახდა.

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის ნოემბერში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით აიკრძალა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.