საპროტესტო კარავი, რომელიც თითქმის
ერთი თვეა ქუთაისში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დგას,
დედაქალაქში, პარლამენტთან გადააქვთ.
ამ
გადაწყვეტილებით, აქტივისტები, რომელთა უმრავლესობა
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, თბილისში მიმდინარე პროტესტს
შეუერთდება. ისინი თბილისში ხვალ, 26 თებერვალს
გაემგზავრებიან და მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.
აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ისევ არსებობს ბოლშევიზმის
დაბრუნების საფრთხე, რასაც არ დაუშვებენ.
"დღეს 25 თებერვალია. ზუსტად 100 წლის წინ მოხდა საქართველოს ოკუპაცია და
დღეს საბჭოთა სურნელი ისევ ტრიალებს საქართველოს თავზე, მაგრამ ამჯერად
დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება ბოლშევიზმზე აუცილებლად
გაიმარჯვებს. ხვალიდან, ჩვენს აქტივისტებთან ერთად შევუერთდებით
საპროტესტო მსვლელობას და გადავინაცვლებთ თბილისში. მოვითხოვთ
პოლიტპატიმრების გათავისუფლება
ს და ვადამდელ არჩევნებს, იმისთვის, რომ
ბოლშევიზმი არასდროს დაბრუნდეს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის"
ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო კარავი 27
იანვარს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით
გაშალეს.
მასალის გამოყენების პირობები