ახალი ამბები
ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟისთვის სუს-ს მიმართეს
FaceBook
ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტმა, აკაკი საღინაძემ და ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს, მოხდეს ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი.
აკაკი საღინაძის თქმით, ვასილ კიკვიძის ძეგლი დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.

სამოქალაქო აქტივისტთან ერთად მიმართვას ხელს აწერენ :"საერთაშორისო გამჭვირვალობა "საქართველო" , რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის", ''უფლებებისა და განათლებისთვის" და "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი".

"სამოქალაქო საზოგადოება მრავალი ათეული წელია, რაც წინააღმდეგობას უწევს მემარცხენე ესერისა და რუსეთის სამოქალაქო ომის გმირის ვასილ კიკვიძის ძეგლის არსებობას ქუთაისში. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად მიზანშეუწონელია კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენელთა ძეგლების განთავსება ისეთ სახელმწიფოში, რომლის ორიენტაცია მიმართულია ევრო-ატლანტიკური გაერთიანებისკენ და თავისუფალი,

თანასწორი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ აღნიშნული ძეგლის ქვეყნის ტერიტორიაზე საჯარო სივრცეში არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს "თავისუფლების ქარტიის" შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საკულტო ნაგებობების,ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩებისა და მოედნების არსებობა", -  ამბობს საღინაძე.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს წლებია ითხოვენ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც  წლების წინ აღნიშნული მოთხოვნა გააჟღერა  არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია'' იყო.

2015 წელს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ორგანიზაციის მოთხოვნას ასე უპასუხა: "ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს".

ძეგლის დემონტაჟისთვის, ,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის'' ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა მზაობა გამოთქვა, თუ ბიუჯეტს საკმარისი თანხა არ ექნებოდა მის ასაღებად, თავად გაიღებდა 1000 ლარს.

კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც არაერთხელ მიმართეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდანაც მომზადდა რეკომენდიაციათა პაკეტი, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი კიკვიძის ძეგლის აღებას ეხება.

ქუთაისის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ საკითხს მხარი დაუჭირა, რომელიც რეკომენდაციის სახით გაიგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ქუთაისის მერიამ ონლაინ გამოკითხვაც ჩაატარა - ვასილ კიკვიძის ძეგლი უნდა ჩანაცვლდეს თუ არა ზვიად გამსახურდიას ან მერაბ კოსტავას ძეგლით. თუმცა, შედეგი არაფერი მოჰყოლია.

საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, კიკვიძის ძეგლი ისევ იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს ქუთაისში, მისივე სახელობის სკვერში.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.

წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა , რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.