ახალი ამბები
პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობის ერთ-ერთი "მცველი"  დააკავა.
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის დაკავება, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს მოხდა.

აქტივისტს უწყება ძალადობას (სსკ-ის 126 მუხლი) და ნივთის დაზიანებას (სსრკ-ის 187-ე) ედავება.  დაკავებულს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ერთიდან სამ წლამდე  თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რიონის ხეობის სხვა "მცველები" აცხადებენ, რომ აქტივისტი უსამართლოდ არის დაკავებული. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ  თანამებრძოლს ძალადობის მუხლი უსამართლოდ აქვს წარდგენილი.

"არ ვიცი ძალადობის მუხლი რატომ აქვს წარდგენილი, ან რას ნიშნავს, ვისზე იძალადა? ტრაქტორზე"?!

რიონის ხეობაში 23 თებერვალი ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. გიგანტური  ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები უკვე 122 დღეა ღია ცის ქვეშ კარვებში ათენებენ ღამეს. 23 თებერვალს კი მათი გაღიზიანება კომპანია "ენკას" მენეჯერის  ადგილზე მისვლამ გამოიწვია, რომელიც, როგორც აქტივისტები ამბობენ, მათ მიმართ მუქარით, აგრესიით და უხამსი ჟესტით გამოირჩეოდა. ამას მოჰყვა ადგილზე მყოფ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება.

აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ ხალხის ინტერესები დაიცვან და არა იმ კომპანიის, რომელიც ჰესის აშენებას და რიონის ხეობის განადგურებას გეგმავს.

რაც შეეხება გიგანტური ჰესის სამშენებლო სამუშაოებს, ტექნიკა პროტესტის პარალელურად მუშაობს. აფეთქებულია მთა, სადაც აქტივისტებმა ჯვარი აღმართეს და შესაბამისი ტექნიკით მისი გაწმენდა ხდება.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს

"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ


რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.