პოლიტიკა
"ნიკა მელიამ თვითონ დააჭერინა საკუთარი თავი'' - ირაკლი კობახიძე
FaceBook
"ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის დაკავების შემდეგ ბრიფინგი გამართა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. მისი თქმით, თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

"ეს არის სახელმწიფო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკანორ მელიას – მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული.

თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს, მხოლოდ ფაქტებს: ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს აკოტრებდა კერძო ბანკს, ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ, 2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას.

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი – ძალადობრივი რევოლუციით,დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს,შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს,მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ, პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა: "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ",არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი
", – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ,  "ქართული ოცნების'' ოფისში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. რომელმაც, მისი თქმით, რთული ოპერაცია სანიმუშოდ ჩაატარა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე, ნიკა მელია, გამთენიისას დააკავეს. 

პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა.

ნიკა მელიას გარდა სამართალდამცველები აკავებენ აქტივისტებსაც, დაკავებულებს შორის არის ზუკა ბერძენიშვილი მოძრაობა "სირცხვილიადან".

სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში, მელიას დაკავებამდე ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა 6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მიიღო.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.