ახალი ამბები
ქუთაისის მერია 22 შპს-ს ფლობს - რამდენს უხდიან ბიუჯეტიდან საკუთარი ორგანიზაციებს
FaceBook
ქუთაისის მერია 22 შპს-ს ფლობს. აქედან, 10 ორგანიზაცია მუშობს. დანარჩენი წლებია მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

ქუთაისის მერია 10 მოქმედი შპს-დან თანხას სამ ორგანიზაციას  უხდის: შპს "საკალათბურთო კლუბი 2010"-ს, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისს" და შპს "პარკინგსერვისს".  

ჯამში მოქმედ შპს-ებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხა 3 მილიონ 373 600 ლარს შეადგენს. აქედან 2 203 600 ლარი იხარჯება შპს "საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისისთვის". 870 000 ლარი - საკალათბურთო კლუბისთვის, ხოლო 300 000 ლარი - "პარკინგსერვისისთვის".

მერიის საკუთარებაში არსებული დანარჩენი ორგანიზაციებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა მოსაკრებლის სახით შედის. მაგალითად, ასეთი გადამხდელი ორგანიზაცია არის შპს "ქართული ტრადიციები 2011", რომლსაც ყოველწლიურად ბიუჯეტში 10 000 ლარი შეაქვს.

შპს "ქართული ტრადიციები", შპს "ქუთსპეცავტო", შპს "სატირისა და იუმორის თეატრი", შპს "საკალათბურთო კლუბი ქუთაისი", შპს "ქუთსერვის ჯგუფი", შპს "ფასადმშენი 21", შპს "ყვავილების ბაზარი", შპს "ქუთაისის სპორტული კომპლექსი", შპს "თბოსერვისი", შპს "სასტუმრო კოლხიდა", შპს "პენსიონერთა მომსახურების ცენტრი", შპს "სერვის მედტექნიკა - ეს იმ შპს-ების ჩამონათვალია, რომლებიც ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამდროისთვის არ მოქმედებს.

თვითმმართველი ერთეულისთვის საკუთარი ორგანიზაციების დაფუძნებიდან მიღებულ სარგებელზე მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტებას აკეთებენ. სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი აცხადებს, რომ შპს-ეების ეფექტური მართვის საკითხებში USAID - მიერ დაფინანსებული პროექტის "მართვის სისტემის გაუმჯობესება შპს -ებში" ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციებში ტარდება ტრენინგ-სემინარები.

"ამჟამად მიმდინარეობს ტრენინგები მოქმედ შპს-ეებთან, რათა  საბოლოო ჯამში გაუმჯობესდეს შპს-ეების მართვა.  გაუმჯობესდეს ანგარიშგება დამფუძნებელთან ანუ ამ შემთხვევაში ქუთაისის მერიასთან და რაც შეიძლება მაქსიმალური ეფექტურობით იფუნქციონირონ.   ასევე, რაც შეიძლება მეტი მოგება მოუტანონ თვითმმართველობას", - განმარტავს პაატა კლდიაშვილი.

ქუთაისის მერიას საკუთარი ორგანიზციების დაფუძნების უფლება თვითმმართველობის შესახებ კოდექსის თანახმად აქვს მინიჭებული. თუმცა, კოდექსში მითითებული არ არის, რა შემთხვევის დროს შეიძლება ამ უფლების გამოყენება.

###

"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები მერიას ურჩევენ, ხშირად არ გამოიყენონ კოდექსით მინიჭებული უფლება შპს-ების დაფუძნების მხრივ. ეკონომისტთა ასოციაციის იმერთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლევან ოყრეშიძე განმარტავს, რომ მიზანშეწონილი არ არის, თვითმმართველი ერთეული ფლობდეს ბიზნესებს.

"რადგან დადგენილია, რომ ბიზნეს სახელმწიფოზე უფრო ეფექტურად კერძო სექტორი მართავს. ჩვენი რეკომენდაცია არის მარტივი, რომ  აქტივები, რომლიც არ არის პროფილური, მოხდეს მათი გაყიდვა. ეს უფრო მეტ ფინანსურ მოგებას მოუტანს თვითმმართველობას", - ამბობს ლევან ოყრეშიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.