მთავრობის ახალი შემადგენლობა და
სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.
ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე
გადაწყდება, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის
ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა
გამოუცხადოს. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად
ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის
თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით
გადადო.
მასალის გამოყენების პირობები