ჩინეთში საპროცენტო განაკვეთის დაწევის შემდეგ დოლარს კურსმა ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ 11 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
"როიტერის" ინფორმაციით, დოლარის ინდექსი 0,11 პროცენტით 95,395-მდე გაიზარდა და 2003 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია.
ანალიტიკოსთან განცხადებით, იუანთან და აზიის განვითარებადი ქვეყნების სხვა ვალუტებთან მიმართებაში დოლარის კურსის ზრდამ მისი ძირითად ვალუტებთან გაზრდა გამოიწვია.
გასული კვირის ბოლოს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიზნით დაკრედიტების განაკვეთი და სადეპოზიტო განაკვეთი შეამცირა.
"როიტერის" ცნობით, იენთან მიმართებაში დოლარის კურსი 0,22 პროცენტით - 119,77 იენამდე გაიზარდა. 0,11 პროცენტით - 1,1181 დოლარამდე გაუფარსურდა ევრო. 0,7772 დოლარამდე, 0,49 პროცენტით გაუფასურდა ავსტრალიური დოლარი.
ჩინეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების ფონზე გაიზარდა ოქროს ფასიც. დღევანდელი დღის მონაცემებით, ნიუ იორკის ჩომეხ-ის ბირჟაზე ოქრო 0,64%-ით - 7,8 დოლარით გაძვირდა და მისმა ღირებულებამ უნციაზე 1220,80 დოლარი შეადგინა. უნცია ვერცხლის ფასი კი 1,22%-ით 16,76 დოლარამდე გაიზარდა.
წყარო:
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები