ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობას
პროტესტის ნიშნად სამი დღეა მაღაროს ტერიტორია პიკეტირებული
აქვს.
მოსახლეობა კომპანიისგან მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის
ანაზღაურებას და პიკეტირების დროს დაკავებული ერთ-ერთი
მონაწილის გათავისუფლებას ითხოვს.
"რამდენიმე დღის წინ აქ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან. დააკავეს ორი
ადამიანი, აქედან, ერთი აქციების აქტიური მონაწილე იყო, რომელიც
მომხდართან არაფერ შუაშია. ამიტომ, პირველ რიგში, ვითხოვთ ამ
ბიჭის გათავისუფლებას. ის აქტიურადაა ჩართული პროტესტში და ამიტომ
არის დაკავებული. დანარჩენი მოთხოვნები კი იგივეა, რასაც წლებია
ვითხოვთ. სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. სახლები,
საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანებულია. სოფელში 280 ოჯახიდან სრული
კომპენსაცია მხოლოდ 8 ოჯახმა მიიღო, დანარჩენებმა 5 ან 10 ათასი ლარი,
რაც არის სრულყოფილი",- აცხადებენ პიკეტირების
მონაწილეები.
მოსახლეობამ 2019 წლიდან დღემდე მაღარო ოთხჯერ გააჩერეს და კომპანიამ
ყოველ ჯერზე მათთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია.
სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ,,ჯორჯიან მანგანეზში"
ეხმაურებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ „შუქრუთი +“ დაზარალებული
მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემას დღემდე ეტაპობრივად
ახორციელებს. მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები კი კერძო აუდიტორის
მიერ, საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად შეფასეს.
,,მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+“
ჭიათურაში, კერძოდ, სოფელ შუქრუთში გასული წლიდან ოპერირებს. მან
ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდუალური
ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია ვალდებულებას
იღებდა, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებისთვის
მიყენებული ზარალისთვის, შეთანხმების დადებიდან პირველ წელს, თანხა
მხოლოდ 700 000 ლარის ფარგლებში გამოეყო, თუმცა, „შუქრუთი+“-მა ბოლო 9
თვის განმავლობაში მოსახლეობაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე
თითქმის ორჯერ მეტი, 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია
გასცა. კომპენსაციებით მოსახლეობის ნაწილი სრულად დაკმაყოფილდა, რიგ
ოჯახებს კი მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ
სოფელ შუქრუთის საცხოვრებელი სახლები კერძო აუდიტორის მიერ, საბაზრო
ღირებულებაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად შეფასა. „შუქრუთი +“ დაზარალებული
მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემას დღემდე ეტაპობრივად
ახორციელებს.
„შუქრუთი +“ მოსახლეობას მოუწოდებს,
კომპანიას მისცენ ოპერირების შესაძლებლობა, რადგან მისი შეფერხება
მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოო პროცესს. გარკვეული დესტრუქციული
ძალების მიერ ხელოვნურად მართული პროცესების შედეგად ზარალდება
კომპანიაში დასაქმებული 800-მდე ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობის ის
ნაწილი, ვინც კუთვნილი კომპენსაციის მიღებას ელის",-
აცხადებენ კომპანიაში.
შუქრუთელების თქმით, ისინი ,,ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებებზე
მანამდე არ წავლენ, სანამ დაკავებული თანასოფლელი არ
გათავისუფლდება.
მასალის გამოყენების პირობები