ახალი ამბები
"ხიდი დაანგრიეს ისე, რომ საფეხმავლო ბილიკიც არ გააკეთეს" - მოსახლეობის პროტესტი ბაღდათში
FaceBook

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმის მოსახლეობა სხვა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის დანგრევას აპროტესტებს.


მოსახლეობა ამბობს,
რომ სოფელში არსებული ხიდით სხვა სოფლებს უკავშირდებოდნენ, თუმცა, მისი რეკონსტრუქციის გამო დანგრევას მათი ჩაკეტვა მოჰყვა.
მოსახლეობას ახლა ზემო დიმი
დან მუნიციპალიტეტში გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს.

"არ გაგვაფრთხილეს ისე დაანგრიეს და ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. პური ვერ შემოვიდა მაღაზიებში. ქალაქში რომ წავიდეთ, ტაქსი 15 ლარს გვთხოვს და ყოველდღე ამდენი თანხა არ გვაქვს. ასევე, დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდება სოფლებს. შეთანხმებული ვიყავით, რომ ხიდი მხოლოდ მას შემდეგ დაინგრეოდა, რაც საფეხმავლო ხიდი აშენდებოდა, მაგრამ დროებითი ხიდის მხოლოდ ბურჯი ააგეს და ისიც წყალმა წაიღო", - ამბობენ სოფელ ზემო დიმის მკვიდრები.

სოფელ ზემო დიმში არსებული ხიდი 6 სოფელს აკავშირდებოდა ერთმანეთთან.   დაზიანების გამო, მისი რეკონსტრუქცია გახდა საჭირო. ხიდის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე ამბობს, რომ მოსახლოებას ხიდის არარსებობის გამო შექმნილი პრობლემები მიმდინარე კვირას მოუგვარდებათ. მისი თქმით, პირველ რიგში საფეხმავლო ხიდი მოწყობა. მაღაზიებისთვის სურსათის მიწოდებაზე  კი განმარტავს, რომ მომარაგების გარეშე არცერთი სოფელი არაა დარჩენილი.

"ალტერნატიული გზები არსებობს.  დაზიანების  გამო ხიდზე  გადაადგილება ისედაც შეზღუდული იყო", - ამბობს არჩილ გოგსაძე.

მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ. ზედა დიმის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საავტომობილი გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს "საქ ტრაქმშენსერვისი" ასრულებს.

 

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.