ახალი ამბები
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა შესაძლოა 12 წლამდე გაიზარდოს
FaceBook
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა შესაძლოა 12 წელი გახდეს.

ცვლილებას, რომლის ინიციატორიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა, ბიუროს სხდომაზე 15 თებერვალს განიხილავენ.

ინიციატივის თანახმად,  უცხოელს საქართველოში ექვსი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა იმის ნაცვლად, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა აიღოს.

„საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, უცხოელზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცხოელებს მუდმივი ბინადრობის მოპოვების საფუძვლის მიუხედავად, სურთ, საქართველოში ექვს წელზე მეტი ხნით დარჩენა დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან კანონი არ აძლევს უცხოელს დროებითი ბინადრობის ექვს წელზე მეტი ხნის ვადით ფლობის საშუალებას.


ასევე ხშირ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში უცხოელს ყოფნის მიზანი არ შეესაბამება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებს. მაგალითად, სასწავლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის ვადა 12 წლამდე გრძელდება, ასეთია სამედიცინო ფაკულტეტი. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელის საქართველოში ყოფნა ექვსი წლის შემდეგაც დროებითია და ემსახურება ცოდნის მიღებას სამშობლოში მისი გამოყენების მიზნით, საქართველოსთან იძულებითი გრძელვადიანი ბმა და მუდმივი ბინადრობის აღების ვალდებულება როგორც სამართლებრივად, ასევე პრაქტიკულად შეუსაბამოა ამ მიზანთან”,-
წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა ამჟამად ექვსი წელია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.