პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად,
სარესტორნო სფეროში ჩართული ბიზნესოპერატორების ნაწილი ბაზრიდან
ქრება.
ასობით გამოკეტილი კაფე-ბარის გარდა,
უფუნქციოდ რჩება იმერეთში არსებული საოჯახო
მეურნეობები.
ამას ისიც ემატება, რომ მომსახურების
სფეროში დასაქმებული ადამიანები იძულებული ხდებიან სხვა
საქმიანობა
აირჩიონ, რაც ექსპერტების აზრით უკან
ხევს ქვეყნის გასტრო ტურიზმს და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ
კულტურას.
ფერმაში საქმიანობა, თონეში პურებისა და
ხაჭაპურების გამოცხობა, ღვინის დეგუსტაცია და რთველში მონაწილეობა -
ამ აქტივობების გამო, არაერთი ტურისტი სტუმრობდა თერჯოლაში არსებულ
მეურნეობა ,,საზანოს".
ასე ცხვებოდა პური
,,საზანოში"
,,პირველი სტუმრებიც უცხოელები გვყავდა,
ბრიტანელები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს აგვისტოში
დავიწყეთ მუშაობა და სეზონს გვიან შევუერთდით, ჩვენი მომსახურეობით
ბევრი მომხმარებელი დაინტერესდა. ადგილზე მოგვყავს პროდუქტები, რასაც
მათ ვთავაზობდით. ყველაფერი ნატურალური იყო. ტურისტებიც სოფლის
ყოველდღიურ ცხოვრებაში იყვნენ ჩართული: ძროხის მოწველა, ყველის
ამოყვანა, ბოსტნეულის კრეფა, კეცის მჭადების, ხაჭაპურების მომზადება
და სხვა მრავალი, ახლა ყველაფერი დაპაუზებულია“, - ამბობს
მეურნეობა ,,საზანოს“ მეპატრონე ირაკლი გიორგაძე.
კეცის მჭადი ,,საზანოდან"
მართალია ,,საზანოში" სოფლის მეურნეობა არ
შეჩერებულა, მაგრამ თითქმის ერთი წელია სტუმარი არ მიუღიათ. ეს ფაქტი
კი მეორნეობის მეპატრონეს აზრით, რეგულაციების მოხსნის შემდეგაც
შეაფერხებს ტურისტულ ბაზარზე სრულფასოვნად დაბრუნების
შანსს.
,,ჩვენს საქმიანოაბაზე პანდემია
პირდაპირ აისახა. ძალიან რთულია, როცა სტუმრებს 23 სხვადასხვა
ქვეყნიდან იღებ და ერთ დღესაც ყველაფერი ჩერდება. არც ფრენებია და
შესაბამისად არც ტურისტები. დავკარგეთ მომხმარებელი. როცა შიდა
ტურიზმი გახსნეს, ქართველ ტურისტებსაც ვმასპინძლობდით, ეს ასე იყო
სხვა დროსაც, მაგრამ შიდა ტურიზმი ისე არაა განვითარებული, რომ
საერთაშორისო ტურიზმი ჩაანაცვლოს".
პურის ცხობის მასტერკლასი
უცხოელებისთვის
რთველი ტურისტების
მონაწილეობით
,,საზანოში" შიშობენ, რომ თუ ტურიზმის სექტორი
არ ამუშავდება, აგრო და გასტროტურისტულ მეურნეობებსაც ისევე
გაუჭირდება, როგორც მომსახურების სფეროში ჩართულ ყველა
მიმართულებას.
რეგულაციების მოხსნასა და სფეროს ამუშავების
აუცილებლობაზე საუბრობენ რესტორატორთა ასოციაციაშიც. ასოციაციის
პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ კვების სექტროში მომუშავე
ბიზნესოპერატორების, რესტორნებისა თუ საოჯახო მეურნეობის ფუნქცია
გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკვება.
,,პანდემის პერიოდში ზოგმა საქმიანობის
პროფილის შეცვლით სცადა თავის გადარჩენა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი
ადამიანები იძულებული გახდებიან სხვა საქმიანობა ან სხვა ქვეყანაში
წასვლა გადაწყვიტონ. მაშინ ჩვენ მივიღებთ ისევ იმ ველურ სამყაროს, რაც
ამ სფეროში გვქონდა რამდნიმე წლის წინ. პროფესიონალი ადამიანი თუ არ
იქნება, არ იქნება კარგი რესტორანიც, არა და გასტროტურიზმი ჩვენი
ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა ეკონომიკის
ზრდისთვის".
გასტროტურიზმს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში
დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, ამაზე საუბრობენ ,,ახალგაზრდა გიდების
ასოციაციაშიც".
ასოციაციის დამფუძნებელი და გიდი ლაშა
ბერეკაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის 70 პროცენტი სწორედ კვების
ობიექტებზე და საოჯახო მეურნეობებზე მოდის.
,,რაც მეტად გვიანდება ტურიზმის
სექტორის გახსნა, მით უფრო დიდია იმის შანსი, რომ ნაკლებად
პროფესიონალი ადამიანი დარჩება დარგში, რადგან მათ თავის, ოჯახების
სარჩენად შემოსავალი სჭირდებათ და იძულებულები იქნებიან სხვაგან
წავიდნენ. ერთ სოფელში თუნდაც ერთი საოჯახო მეურნეობის არსებობას
შეუძლია გადაარჩინოს ერთი რეგიონი. ამიტომ, კარგი იქნება თუ
სახელმწიფო ამ მეუნრეობების ბედითაც
დაინტერსედება".
საოჯახო მეურნეობების წახალისება, რომ შესაძლოა
აგროტურიზმის გადარჩენის ერთ-ერთი გზა იყოს, ამაზე საუბრობს კულინარი
გოჩა უგლავა.
კოვიდკრიზისის გამო დაპაუზებული გასტროტურიზმის ფონზე, შესაძლოა
მომსახურეობის სფეროში კადრების კრიზისი გაჩნდეს.
ელენეჯოხაძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც პანდემიის გამო
უმუშევარი დარჩა.ის
ქუთაისის ერთ-ერთ რესტორნაში მიმტანად მუშაობდა. ყოველდღე ათობით
ადამიანთ მაინც ჰქონდა შეხება, მათ შორის იყვნენ ქართველებიც და
უცხოელებიც. განსხვავებული ეროვნების, ხასიათის, გემოვნების
მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი სერვისის შეთავაზება მუშაობისას
ისწავლა. მომსახურების ტექნიკაში გარკვევა უცხო ენების ცოდნა
საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრების გულის მოგებაში ეხმარებოდა. როცა
კორონაპანდემიის გამო რესტორნები დაიკეტა, ანაც უმუშევარი
დარჩა.
,,საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა
მომსახურეობის სფეროში, ენის პრაქტიკაც იყო და საკუთარი შემოსავალიც.
უმუშევარი ვარ დაახლოებით ერთი წელია. ამდენივე ხანია პირადი
შემოსავალი აღარ მაქვს, რაც ძალიან ცუდია".
როცა პროფესიას ირჩევდა, ინგლისური ენისა და
ლიტერატურის სპეციალობაზე ჩააბარა, შემდეგ ისტორიულზე. იმ იმედით, რომ
მომავალში ტურისტულ სფეროში კომფორტულად იმუშავებდა. პანდემიით
გამოწვეულმა კრიზისმა კი მას სამომავლო გეგმები შეაცვლევინა. მომავალი
გიდი, ახლა უკვე მომავალი ლექტორია.
,,ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე
თავიდან, შემდეგ ისტორიულზე. მინდოდა გიდი გამოვსულიყავი. მიმტანად
მუშაობა კი ტურისტებთან კომუნიკაციისთვის დიდი გამოცდილება იყო. აღარ
მინდა გიდობა. ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ამ გადაწყვეტილებამდე
მიმიყვანა. ძალიან მიყვარს ისტორია და ახლა მინდა ისტორიის ლექტორი
გავხდე".
იმერეთის ტურიზმის ცენტრში არ აქვთ ზუსტი
ინფორმაცია, პანდემიის გამო რამდენმა მეუნეობამ და კვების ობიექტმა
შეაჩერა მუშაობა, თუმცა ამბობენ, რომ ზოგადი სიტუაცია იციან და
მარკეტინგულ აქტივობებს იხსენებენ.
DMO Imreti - ის აღმასრულებელი დირექტორი ტატო
ლილუაშვილი ამბობს, რომ ყურადრება მახვილდებოდა სოციალურ ქსელებზე,
ტელეეთერებზე იმისათვის, რომ ონლაინრეჟიმში პოტენციურ ტურისტებს
წინასწარ სცოდნოდათ ინფორმაცია ადგილობრივი ტურისტული რესურსების
შესახებ.
,,გასულ წელს რომლის მეტი წილი
პანდემიურ პერიოდს დაემთხვა შინაარსობრივად სტრატეგიული მიდგომა
ტურიზმის ამ კონკრეტული კომპონენტისადმი არ შენელებულა. საზღვრების
ჩაკეტვის შემდეგ, სამსახურის ძალისხმევა ძირითადათ გადატანილი იყო
შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე, თუმცა ყველა სატელევიზიო სიუჟეტში,
სოციალურ ქსელებში აუცილებლად ფიგურირებდა სამზარეულო თემატიკა. 2020
წლის DMO Imereti-ს ერთერთი მთავარი პროექტის „გიდების სკოლაც"
გულისხმობდა არა მხოლოდ გიდის, არამედ გასტრონომიული გიდის
კვალიფიკაციის მინიჭებას, რაც მომავალში დაეხმარება ჩვენს გიდებს
პროფესიონალურ დონეზე გაუძღვენ გასტრონომიულ
ექსკურსებს".
რაც შეეხება 2021 წლის აქტივობებს, იმერეთის
ტურიზმის ცენტრში ირწმუნებიან, რომ ტურისტების მოსაზიდად და გასტრო
ტურიზმის განვითარებისთვის აქტიურად იმუშავებენ.
როდის დაიწყებს ტურიზმის სფერო მუშაობას,
კონკრეტულად არც ხელისუფლებაში იციან. მთავრობამ, სამომხმარებლო
სფეროში ჩართულ პირებს, კონკრეტულად კი კვების ობიექტებს მუშაობის
უფლება 15 თებერვლიდან მისცა, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში. ეს იმას
ნიშნავს, რომ ფუნქციონირებას დაწესებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი
განაახლებს. მთავარი არგუმენტი, რაც ხელისუფლებიდან რესტორნების არ
გახსნაზე აქვთ ისაა, რომ ,,რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს,
რაც არის დაცვის მთავარი საშუალება". (სიტყვები ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილეს, თამარ გაბუნიას ეკუთვნის).
რესტორნების ამუშავებასთან ერთად, პრობლემად
რჩება უცხოელი ვიზიტორების მიღება.
ერთწლიანი პანდემიური პაუზის შემდეგ, ორი კვირა
გავიდა საერთაშორისო ფრენების აღდგენიდან, თუმცა ბათუმისა და თბილისის
აეროპორტებისგან განსხვავებით, ქუთაისის აეროპორტი ისევ
დახურულია.
ქუთაისის აეროპორტის გახსნის გარეშე კი დასავლეთ
საქართველოში ტურისტული სექტორი მუშაობას ისევ ვერ შეძლებს. ხოლო
ვიზიტორის გარეშე პანდემიას გადარჩენილი სასტუმროები, კვების
ობიექტები, საოჯახო მეურნეობები, ისევ ბაზრიდან გაქრობის საფრთხის
წინაშე რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები