ახალი ამბები
დავითობა სიცარიელეში
FaceBook
8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება.
ქუთაისის მერია ამ დღესთან დაკავშირებით  წლების განმავლობაში  გელათის სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ღონისძიებას აწყობდა. სადაც დიდი დავითის პატივგების ნიშნად სანთლებით ხელში ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობის წევრები თავს იყრიდნენ.   წელს კი დავითობას გელათის მონასტერი თითქმის ცარიელი შეხვდა. ალბათ, ესეც სიმბოლურია, რადგან "გელათი წლებია მარტოა დარჩენილი"  ხარვეზებით შესრულებულ რეკონსტრუქციასთან ერთად.

წელს, გელათს მხოლოდ სასულიერო პირები ეწვივნენ, რომლებმაც სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარეს. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანესთან ერთად ალავარდელი მეუფე დავითიც (მახარაძე) იმყოფებოდნენ.   მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა  ხარაჩოში   მოქცეულ გელათის  სამონასტრო კომპლექსში,  ქადაგებისას მხოლოდ ზოგადად  გაუსვეს ხაზი წლების განმავლობაში დაუსრულებელ რეკონსტრუქციას. სადაც, დამნაშავედ ისევ მრევლი იგივე საზოგადოება გამოიყვანეს.

"ყველას დანაშაულია იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ღორებულებების კულტურულ ძეგლზე თანაბრად ყველასია. უნდა ვიცოდეთ, ისტორია, როგორ შენდებოდა და რომ მოვლა-პატრონობა უნდა. დანაშაული ვრცელდება დიდზე, პატარაზე, ერზე, ბერზე, მთავრობის წარმადგენლებზე, იმიტომ რომ ყველა საქმეს არც ფული აკეთებს და არც მეცნიერი, არამედ აკეთებს სიყვარული. იყო პერიოდი, როდესაც ერის ადამიანები ანგრევდნენ ტაძრებს, ეს ცოდვა არ განელდება, თუ მომავალმა თაობამ ეს არ შეაფასა და გამოასწორა“.

მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი ადგილზე მისვლით არ შეიწუხეს. Სამაგიეროდ ქუთაისში არსებული აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და თავიც მოიწონეს დიდგორის  გამარჯვებით.


კიდევ ერთხელ ახსენეს დავით მეფის მიერ წარმოებული „დიადი საბრძოლო გამარჯვებები“, სახელმწიფოში გატარებული რეფორმები, დავით აღმაშენებლის „გზით სიარული“ და მისი, საძვალეც, რომელიც გელათის მონასტერშია.

მომხსენებლები წარსულ დიდებას ვერ გასცდნენ აწმყო კვლავ შეუმჩნეველი და არაღიარებული დარჩა.

ალბათ იმიტომ, რომ აწმყოში საამაყო არაფერია.

ვერც ომს იგებ, ვერც რეფორმებს ატარებ, ვერც დიადი გზებით დადიხარ.

ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი, რასაც საერო (სასულიერო) ხელმძღვანელები აკეთებდნენ დიდი მეფის საძვალეს მიაგებდნენ პატივს და გელათის მონასტერს ასე თუ ისე უვლიდნენ, მაგრამ წლევანდელ დავითობას საძვალესაც ვერ ესტუმრნენ და დავითობის დღეს მონასტერიც დაზიანებული დაახვედრეს.

„დროებითი გადახურვა ეს არის დროებითი მცდელობა, სრულად დამთავრებას სჭირდება სპეციალისტები და საქმისმცოდნეთა გუნდი. რადგან არის სხვადასხვა მიმართულება, აქედან გამომდინარე, დამნაშავე ერთი არაა, დამნაშავე ვართ ყველა, რადგან თავიდანვე არ ჩაიდო თანხა სპეციალისტების განათლებაში“, -აღნიშნა მეუფე დავითმა.

სანამ დამნაშავეები დანაშაულს იგრძნობენ და სახელმწიფო  სპეციალისტებს გაზრდის, მანამ შეიძლება
აღმაშენებლის დანატოვარიდან აღარაფერი დარჩეს.

დარჩეს მხოლოდ დიდი მეფის ხსენების დღე ანუ  დავითობა სიცარიელეში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.