დღეს, წყალტუბოს სოფელ
ნამოხვანში, რომლის მიმდებარედ ჰესები უნდა აშენდეს, მოსახლეობა
მასშტაბურ აქციას მართავს, რომელიც 13:00 საათზეა
დაგეგმილი.
აქციაზე წამსვლელებს პოლიცია გზაზე აჩერებს და
გადაადგილების მიმართულებას ეკითხება. საპოლიციო კონტროლი აქციის
ადგილიდან, სოფელ ნამოხვანიდან, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით
მიმდინარეობს.
რიონის ხეობაში 106-ე დღეა უწყვეტი აქციები
მიმდინარეობს. მოსახლეობა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და
მოითხოვს მშენებელმა კომპანიამ დატოვოს ხეობა.
გასულ კვირას ჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს
შორის დაპირიპირება
მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქტივისტებს კარავი დაურბია და ჯვარი
წაართვა.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე,
გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და
ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ,
"ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3
000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან
დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ
უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
მასალის გამოყენების პირობები