ქუთაისში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსზე დასაქმებულების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა კომპანია
"კრეატივისგან" გაფრთხილების გარეშე გათავისუფლება გააპროტესტეს.
ისინი ვარაუდობენ, რომ შემცირება მათ პროტესტს უკავშირდება, რასაც
არასათანადო პირობების გამო გამოთქვამდნენ. დასაქმებულების თქმით,
თვეების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში მუშაობდნენ, არ ქონდათ
დასვენების დღეები და ვერც ზეგანაკვეთური სამუშაოების გამო იღებდნენ
ანაზღაურებას.
გათავისუფლებულებს კომპენსაცია არ მიუღიათ და აპირებენ, რომ
გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
კორპუსებს კომპანია "კრეატივი" აშენებს, მათ გათავისუფლებულების
ბრალდებებს არ უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები