8 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი
ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.
ორშაბათიდან უნდა იმოძრაოს ქალაქში ახალმა
ავტობუსებმაც, თუმცა, რა მარშრუტი, გრაფიკი, ფასთა სისტემა და წესები
იმოქმედებს ახალ ტრანსპორტში, უცნობია. ქუთაისის მერიას ამის შესახებ
ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ქუთაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 36 ავტობუსი გადასცა.
აქედან, 30 ავტობუსი გათვლილია 50 მგზავრზე, ხოლო 6 სატრანსპორტო
საშუალება იტევს 83 მგზავრს. ყველა ავტობუსი ადაპტირებულია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროგრამის ფარგლებში ქუთაისმა სულ 60 ავტობუსი უნდა
მიიღოს.
ახალი ტრანსპორტი ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ
ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
საქართველოს მთავრობამ, 4 თებერვალს შეზღუდვების ეტაპობრივი
შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო:
არ იხსნება:
კერძო და
საჯარო საბავშვო
ბაღები.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
კომენდანტის
საათი ძალაში
რჩება.
მასალის გამოყენების პირობები