ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 513 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა
148, ხოლო სუნთქვით აპარატზე 13 პაციენტი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257
632-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1
441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 248
537-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 11
პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3
159 პირი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დ ეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები