ახალი ამბები
ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, თუმცა, ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი - ნათია თურნავა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნის ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი პროგნოზით, ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი 6% იქნება, რაც ეპიდემიის გავლენაა.

"ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით შემცირდება 6%-ით.  ეს არის  მძიმე მაჩვენებელი, თუმცა,  ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული გაჯანსაღება სექტემბერში და  ოქტომბრის დასწყისში, მაგრამ მეორე ტალღის ვითარებამ საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა და საბოლოოდ, შედეგი არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით და ეს, რა თქმა უნდა, არის ეპიდემიის ზეგავლენა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც საზღვარზე შემოსვლის დროს ექნება  PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, საკუთარი არჩევანის მიხედვით, გადაინაცვლებენ 8 დღიან თვითიზოლაციაში ან ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარებენ PCR  ტესტს და ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, თვითიზოლაციიდან გათავისუფლდებიან.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუ მათ ექნებათ კოვიდ ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, თავისუფლად, თვითიზოლაციის გარეშე შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ხოლო არავაქცინირებული უცხოელი ტურისტებისთვის  სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR  ტესტის ნეგატიური პასუხი, საზღვრის გადაკვეთის მესამე დღეს კი სავალდებულოა კვლავ ჩაიტარონ PCR  ტესტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.