ახალი ამბები
ქუთაისში რესტორნების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისი გათიშა
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით ორასზე მეტმა რესტორანმა დღეს, ერთი დღით, მიტანის სერსვისი გათიშა.

ამ ფორმით ისინ
მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

პროტესტს უერთდებიან ქუთაისიდანაც. მათ შორისაა  ,,პალატი", ,,საფერე" და ,,დები".  ,,პალატის" დირექტორი ზურაბ ფანჯარაძე ამბობს, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეღავათებით არ უსარგებლიათ და კოვიდკრიზისთან გამკლავება თავად უწევთ.

,,ერთადერთი რაც შეგვეხო ეს არის თანამშრომლებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი და 200 ლარიანი დახმარებები. ჩვენს სექტორში ითქვა, რომ რესტორნების 70 პროცენტი დაიკეტებოდა და მგონი აქეთკენ მივდივართ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, მაგრამ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებელი არ დავკარგოთ და ცნობადობა შევინარჩუნოთ. გატანის სერვისი ფაქტობრივად არაფერია. კომპანიები, ვინც მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ ფაქტობრივად წილში გვყავს. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტში თანხებს არ იხდიან. ამის შესახებ ვაცნობეთ მთავრობას, მაგრამ შედეგი არაფერია. ბანკებთანაც რთულია მოლაპარაკება და ვალდებულებების გადავადება. ამიტომ ვუერთდებით ბოიკოტს",- ამბობს ზურაბ ფანჯარაძე.

რესტორნების ბოიკოტს იზიარებს რესტორან ,,დების" დამფუძნებელი მარიკა თვარაძე. იმის გამო, რომ ეს რესტორანი უკვე დახურულია, ბოიკოტის რეჟიმს ვერ უერთდება, თუმცა აცხადებს, რომ სექტორს მთავრობამ მუშაობის საშუალება უნდა მისცეს.  

,,საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, სახელმწიფო 80 პროცენტით დაგვეხმარა, მაგრამ დანარჩენი თანხა, რაც გვჭირდება ჩვენით უნდა შეგვეგროვებინა. ყველაზე რთული პერიოდი ოქტომბერში დაიწყო, როცა ღამით შეზღუდვები დააწესეს. ამას დაემატა ის, რომ მოიჯარემ არ გაითვალისწინა ეს პერიოდი და გამოგვიშვა. თუმცა ვაპირებთ, რომ რესტორანი ისევ ქუთაისში, სხვა ადგილას გავხსნათ როცა შეზღუდვები მოიხსნება",- ამბობს ,,დების" მეპატრონე მარიკა თვარაძე.


ბოიკოტის რეჟიმთან ერთად რესტორნების მფლობელები თბილისში საპროტესტო აქციასაც მართავენ. რესტორატორების ასოციაციის პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის თქმით, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ როდის გაიხსნება რესტორნები, რაც სფეროში დასაქმებულებს და ბიზნესოპერატორებს აზარალებს. საქართველოში კვების სექტორთან დაკავშირებული ათი ათასამდე დაწესებულებაა, სადაც 300 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა პანდემიის პირობებში მხოლოდ 10 % მუშაობს.

"80 პროცენტი რესტორნების სრულ ბანკროტზეა. დანარჩენი 20 პროცენტი დიდი კითხვის ნოიშნის ქვეშ დგას, როდესაც გახსნის თარიღი გვეცოდინება, გაიხსნება თუ არა საერთოდ. პანდემიის პირველ ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ, პირველი ეტაპი გადალახა დაახლოებოით 70-მა პროცენტმა. 30 პროცენტი პირველი რეგულაციების შემდეგ დაიხურა და აღარ გახსნილა",- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქება იგეგმება.
ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი,   ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები უნდა გაიხსნას 15 თებერვლიდან, ხოლო პირველი თებერვლიდან იგეგმება სავაჭრო ცენრებისა და მოლოების გახსნა.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

როდიდან დაიწყება რეგულაციების შემსუბუქება სარესტორნო სექტორისთვის  კვლავ უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.