ქუთაისის საფეხბურთო კლუბი
,,ტორპედო" 13-მა ფეხბურთელმა დატოვა.
პრესსამსახურის
ინფორმაციით, დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს,
ზაზა ციცქიშვილს, ივან ბობკოს, ვიტალი პონომარს, გიორგი ჯანელიძეს,
გიორგი ივანიშვილს, ბექა ტუღუშს, თორნიკე გრიგალაშვილს, გურამ
ადამაძეს, ანდრო გიორგაძეს, ოთარ კობახიძეს
, ხელშეკრულება დაუმთავრდათ და მალე ახალ ფეხბუთელებს წარადგენენ.
"კლუბი ახალ
ფეხბურთელებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, აქედან
გამომდინარე სულ მალე ახალწვეულებს წარვადგენთ",- აცხადებენ ,,ტორეპდოს"
პრესსამსახურში.
ახალწვეულებს შორის ქართველ ფეხბურთელებთან ერთად შესაძლოა, უცხოლებიც
იყვნენ. კლუბში ამბობენ, რომ დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც
მოლაპარაკებები დასრულდება.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს
სიახლეებით ხვდება. "ტორპედომ" ბოლო სამი წლის მანძილზე
დაგროვილი დავალიანება სპორტსმენებს და ტექნიკურ პერსონალს
დაურიცხა. დავალიანებების დასაფარავად თანხა კლუბმა ,,ფეხბურთის
განვითარების ფონდიდან" მიიღო.
ქუთაისის ,,ტოპედოში" სამი წელია ფინანსური
პრობლემებია. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300
000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო 2019 წელს დატოვა.
დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება
გაუწყვიტა.
ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის
წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდიდან წავიდნენ წამყვანი
ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი. გულშემატკვირებმა საფეხბურთო
კლუბში შექმნილი ვითარება არაერთხელ
გააპროტესტეს.
2020 წლის დასაწყისში ქუთაისის ,,ტორპედოთი"
იტალიელი ინვესტორები დაინტერსდნენ. მათი
წარმომადგებელი ფაბიო
მანინო ქუთაისში იმყოფებოდა, თუმცა ის იტალილემა ინვესტორებმა
გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენლით, მარსიო მალავემტურათი
ჩაანაცვლეს.
"ტორპედო" ოფიციალურად კვლავ ინვესტორის გარეშეა
დარჩენილი, თუმცა მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულება
გადასაფორმებლად მზადდება.
რა პირობებით და როდის მოხდება ,,ტორპედოს"
ახალი მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა ჯერჯერობით ისევ
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები