ახალი ამბები
სოფელ მაღლაკში 120 ოჯახი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩა
FaceBook
მოსახლეობის განმარტებით, წყალი მათ ზაფხულის შემდეგ არ მიეწოდებათ.


წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობის განმარტებით, წყალი მათ ზაფხულის შემდეგ არ მიეწოდებათ.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ სასმელად ამ დროისთვის საკუთარ საცხოვრებელ ეზოებში არსებული ჭის წყალს იყენებენ. თუმცა, ზამთრის სეზონის მოახლოებისთანავე ჭაში წყლის დონე საგრძნობლად შემცირდა.

"რამოდენიმე წელია ამ საკითხზე დავაა, წყალი არ მოდის უკვე თვეებია. ჭების 80 % არის დამშრალი. ამას ემტება ის, რომ მოგვეწოდებოდა მდინარე რიონის წყალი სარწყავი არხით და აღარც ის მოგვეწოდება. ჩვენ ვართ დამოკიდებული სასათბურე მეურნეობაზე და უწყლობა დიდ პრობლემებს გვიქმნის. რა უნდა ვქნათ ასეთ პირობებში არ ვიცით," – აცხადებს სოფელ მაღლაკის მკვიდრი, მერაბ მიქაბერიძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის თემის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, სოფელ მაღლაკში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 3 წლის წინ გაკეთდა, თუმცა მოსახლეობის მასზე დაერთება ამ დრომდე არ მომხდარა.

" ერთი თვის უკან დაპირება იყო, რომ დაერთება მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ რეაგირება არაა," – აცხადებს მაღლაკის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, რატი ჟორჟოლიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.