ახალი ამბები
ძირითადი მიზანია, 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი - გიორგი გახარია
FaceBook
საქართველოში ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმას მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა და საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.

"დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და ეს გეგმა დავამტკიცოთ, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილები.

პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60- იდან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე.

ამ გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია "კოვაქსის" პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ უკვე განაცხადა, დაახლოებით 5-6 თვის წინ, ამ პლატფორმაზე თავისი მიზნის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 1.5 მლნ ვაქცინა იყოს მოწოდებული. ჩვენ ეს ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ.

მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ერთი წლის განმავლობაში, ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად. დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ მოგეხსენებათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს. ასე რომ, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა დღევანდელ გამოწვევებს სრულად პასუხობს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს, საქართველო ფაქტობრივად მზადაა უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის დასაწყებად.

გახარიას თქმით, საქართველო არის, ''კოვაქს'' პლატფორმის წევრი და ამ პლატფორმის საშუალებით ქვეყანა მიიღებს მილიონნახევარ ვაქცინას.

"მთავრობა ორმხრივ რეჟიმში მოლაპარაკებას აგრძელებს მწარმოებელ კომპანიებთან. საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალქეების უსაფრთხოებასა და მათ ჯანმრთელობაზე", - განაცხადა გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.