ახალი ამბები
Wizzair -მა ფრენების განახლება მარტის თვემდე გადადო
FaceBook
Wizzair -მა საქართველოდან ფრენები მარტის თვემდე გადადო.
გადადებულ ფრენებს შორისაა, რიგის და დორტმუნდის მიმართულების რეისებიც.

დღეის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს მიმართულებით ფრენების, მინიმუმ, მარტამდე არ განაახლებს.

განრიგით, Wizzair-ი მარტის დასაწყისიდან აპირებს რეისების შესრულებას ქუთაისი-დორტმუნდის, ქუთაისი-რიგის, ქუთაისი-ვარშავის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე.

ქუთაისიდან ვენის, ლარნაკის, ათენის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის მიმართულებით ფრენები მარტის ბოლოდან არის დაგეგმილი, ხოლო მაისიდან - პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის, გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის, ვროცლავის მიმართულებით. ეს 12 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც Wizzair-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.

ქუთაისი-რიგის რეისები ნოემბერში განახლდა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, Wizzair -მა რამდენიმე ფრენა დეკემბერ-იანვარში შეასრულა.

Wizzair-ს  ქუთაისის ბაზაზე დაბრუნება  2021 წლის გაზაფხულის სეზონზე აქვს დაანონსებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო Wizzair-მა რეგულარული ავიარეისების შესრულება მარტში შეწვიტა. 

საქართველოში ფრენები მარტში აიკრძალა, 2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.


ამავე თემაზე:

Wizz Air-ის დაბრუნება და „წართმეული ტურიზმის“ დაბრუნების მოლოდინი
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #Wizzair #ფრენები
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.