ინტენსიური თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი
(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე,
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ამის შესახებ, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები