ახალი ამბები
ტყიბულში სასწავლო პროცესის დისტანციურად გაგრძელებას ითხოვენ
FaceBook
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 18 იანვრიდან ქვეყნის ათი ქალაქის გარდა სხვა სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში განაახლებენ,

მშობლები ტყიბულის სკოლებში სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას  ითხოვენ.
ტყიბულში  მიაჩნიათ, რომ ეპიდსიტუაცია რეგიონებში სახარბიელო არაა და ათი ქალაქის მსგავსად სასურველია სწავლა დისტანციურად წარიმართოს.

თეონა ჯანელიძე ტყიბულში ცხოვრობს. მისი შვილი მეექვსე სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ ზამთრის არდადეგებამდე დისტანციურ სწავლებაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მშობლებმა განცხადება დაწერეს. 18 იანვრიდან კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. 

თეონა ამბობს, რომ  მაშინ როცა, მესამე ტალღას ელოდებიან საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება მოსწავლეებს რისკის ქვეშ აყენებს.

"ვირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა გვქონდა ადრე და ორი კვირით ვიყავით იზოლაციაში მთელი კლასი, მაგრამ საბედნიეროდ არავის გამოვლენია. მას შემდეგ ჩვენი განცხადების საფუძველზე სულ დისტანციურზე ვიყავით, მაგრამ ასე მუდმივად ხელმოწერების შეგროვება და სირბილი რთულია პანდემიის პირობებში. ვფიქრობთ, რომ ახლაც არა საკლასო ოთახებში არამედ დისტანციურად უნდა გაგრძელდეს სწავლება ", - ამბობს თეონა ჯანელიძე.

ანალოგიურად   ფიქრობს თეა ქურცუაც.  მისი შვილი ტყიბულის  პირველ საჯაროს სკოლაში სწავლობს.  

,,რა თქმა უნდა, სკოლაში სწავლა ძალიან კარგია, მასწავლებელთან ახლო ურთიერთობა ექნება ბავშვს. სწავლის დონე მაღალია, მაგრამ თუ თებერვლიდან ელოდებიან კორონავირუსის მესამე ტალღას, მაშინ  დისტანციური ჯობია".

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ  მუნიციპალიტეტის  23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. თუმცა თუ რომელიმე სკოლაში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა ან საჭიროება დადგება, ეს შესაძლებელი იქნება.

,,სკოლებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა. მშობლის მოთხოვნის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ექნებათ შესაძლებლობა გადავიდნენ ონლაინ სასწავლო პროცესზე", - განაცხადა ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინე კორძაიამ.

რეგიონში 23 საჯარო სკოლაა. ყველა მათგანში საწყის ეტაპზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

ავტორი : ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.