ახალი ამბები
ქუთაისი ფეხბურთში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა
FaceBook
ფეხბურთში 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს, ქუთაისი ვერ უმასპინძლებს.

"ტორპედოს" სტადიონი ვერ მოხვდა იმ სპორტულ მოედნებს შორის, სადაც ჩემპიონატის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება.  უკვე გადაწყვეტილია, რომ მატჩები თბილისში, ბათუმსა და  ფოთში გაიმართება. ჩემპიონატს სულ ოთხი სტადიონი უმასპინძლებს. მათ შორის ორი თბილისშია, ერთი ბათუმში და ერთიც ფოთში.

ევროპული დონის შეხვედრებს მიღმა ქუთაისის დატოვებას აპროტესტებენ  ადგილობრივები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და  უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქალაქს მის  მიმართ ინტერესისა და ეკონომიკური იმპულსების ზრდის შანსი წაართვეს.

"როგორც 2017 წელს, ქუთაისი ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაშიც. საფეხბურთო ტრადიციებით და საფეხბურთო სანახაობის მიმართ მაყურებელთა მაღალი ინტერესით გამორჩეული ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება. პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა ხელსაყრელი მდებარეობისა და ევროპის ქალაქებთან იაფიანი ფრენების  არსებობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქუთაისის მიმართ ინტერესის და ეკონომიკური იმპულსების ზრდის შანსიც იქნებოდა.

ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და იმერეთის გუბერნიამ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თბილისის რომელიმე ერთი სტადიონის ნაცვლად შეხვედრები ქუთაისშიც გამართულიყო, რაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც მოითხოვდა, რაც ქალაქისთვის პირდაპირი სარგებელი იქნებოდა", -აცხადებენ ორგანიზაციაში.

"ევროპა ჩვენი სახლია" ადგილობრივ ხელისუფლებას არსებული რეალობის შესაცვლელად აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"უეფა"-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.