"შორაპნელებს
განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს
ისტორიასთან"
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, კობა გაჩალეიშვილი,
რომელმაც სოფელ შორაპანაში სტალინის ძეგლი დადგა, აცხადებს რომ
ძეგლებს უგუნურები ებრძვიან. მისი თქმით, ზესტაფონის გამგეობის
წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოახდინეს ძეგლის დემონტაჟი კამერების
წინ, მთავრობის წევრებთან ქულები დაიწირეს.
"ცივილიზებული და განათლებული ადამიანები არ ებრძვიან ძეგლებს, რა
დონის ტირანი უნდა იყოს ის. ეს არის ძალიან დიდი უგუნურების
გამოხატულება.
შორაპანი ისტირიული სოფელია და შესაბამისად, მოსახლეობის მოთხოვნა იყო
სტალინის ძეგლის დადგმა. შორაპნელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება
გვაქვს ისტორიასთან", - განმარტავს ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი,
კობა გოჩალეიშვილი. ის ამბობს, რომ ძეგლის უნებართოდ აღება ისეთვე
დანაშაულია, როგორც მისი უნებართვოდ განთავსება.
გოჩალეიშვილი ირწმუნება, რომ მისთვის სტალინის ძეგლის უნებართვოდ
დადგმის გამო ჯარიმა არ დაუკისრებიათ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი ჯერ
დადგეს და ერთი დღის
შემედეგ ხმაურის ფონზე აიღეს.
მასალის გამოყენების პირობები