ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატით 18 იანვრიდან განახლდება
FaceBook
ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში 18 იანვრიდან განახლდება.

დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, მოსწავლეები პირველ თებერვლამდე დისტანციურ ფორმატში ისწავლიან. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტშვილის თქმით, როგორ გაგრძელდება პირველი თებერვლის შემდეგ სასწავლო პროცესი ამის შესახებ ეპიდვითარების მიხედვით საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე იმჯელებენ, რაც  მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება უკვე მიმდინარე სასწავლო წლისთვის აღარ იყო სკოლებისათვის სიახლე, პროცესში ხარვეზები ჯერ ისევ რჩება, თუმცა მოსწავლეების შედეგები დამაკმაყოფილებელია. 

"შედეგები ისეთი შეძლება არ არის, როგორც საკლასო ოთახში მუშაობისას და თუმცა ნორმალურია. ჯერ კიდევ არის და რჩება გამოწვევები, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ ხარვეზებს, ინტერნეტის დაბალ სიჩქარეს, ზოგ შემთხვევაში ტექნიკის არ ქონას. მოსწავლეთა ნაწილი თიმსის პროგრამით სწვლობდა, ზოგი მესენჯერით. მაქსიმალურად იყო გარემო შექმნილი, რომ არ დარჩენილიყვნენ სასწავლო პროცესის მიღმა. ასევე არიან პედაგოგები, რომლებმაც ნაკლებად აურეს ალღო ტექნოლოგიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა სრულად სკოლაში განახლდება სასწავლო პროცესი დისტანციურის სწავლება რაღაც დოზით უნდა დავტოვოთ, თუნდაც კვირაში ერთი დღე,  რომ ეს პრობლემები და გამოწვევები დავძლიოთ",- ამბობს მაია ცქიტიშვილმა. 

ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. საგაკვეთილო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო თუმცა უწყებამ ეს გადაწყვეტილება კოვიდინფექციის გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო. 

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც 24 ათასამდე მოსწავლე ირიცხება.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.