ახალი ამბები
თეთრ ხიდზე საქართველოს დროშა გაშალეს
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ,თეთრ ხიდზე  საქართველოს დროშა გაიშალა.

ეროვნული სიმბოლო  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა გამოიტანეს. ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეშივილის განცხადებით, სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემა  ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

,,ქუთაისში, თეთრ ხიდზე , სიმბოლურად ეროვნული დროშა გაიშალა. სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემა ადამიანის მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე მიუთითებს და ყველას ვალდებულებაა, დაიცვას და გაუფრთხილდეს მათ",
- განაცხადა ქუთაისის მერმა. 

სახელწმიფო დროშის დღის აღნიშვნა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო და ის 2004 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც გამოცხადდა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ეროვნულ დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ 14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს.

"ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების.

თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეშიჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავესდა დღესაც განასახირებს საქართველოსდამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირსებულებებს" - ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.