ახალი ამბები
"ფაიზერის" ვაქცინის შემოტანაზე შეთანხმება მიღწეულია" - ჯანდაცვის მინისტრი
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ფაიზერის” ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება პლატფორმა "კოვაქსთან"მიღწეულია.

მისივე თქმით, იანვრის ბოლომდე  ვაქცინის ქვეყანაში  შემოტანასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება მიღებული იქნება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში  მხოლოდ  "ფაიზერი" შემოვა და ის სამედიცინო პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი.

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. ამ ფაზაში გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილება და ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან ამ საკითხზე. დაინიცირდა უკვე კანონი და იანვრის ბოლომდე გვექნება ყველა ის ცვლილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში.

"კოვაქს" პლატფორმიდან ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ისინი  მზად არიან მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა,  ამ ეტაპზე საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ამას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ჩვენ გვაქს მოლოდინი, რომ  "ასტრაზენესაზეც" ხელმისაწვდომობა გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის სტატისტიკა სტაბილურია და არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 2972 თავისუფალი საწოლია და დამატებითი საწოლების მობილიზება საჭირო არ არის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.