ახალი ამბები
ქუთაისი რგფ-დან 8 მილიონ ლარს მიიღებს
FaceBook
რეგიონალური განვითარების ფონდი ქუთაისის თვითმმართველობას 8 475 371 ლარს გადასცემს.

მერიამ თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დაფინანსებულია 13 პროექტი.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება აკაკი ხორავას , ფოთის, ნიკეას, შანიძის, ჭაბუკიანის, ჭავჭავაძისა და მწვანეყვავილას ქუჩებზე განსაზღვულია გზის, წყლის სისტემისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგება, სკვერისა და სპორტული მოედნის გაკეთება.

განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც უსახლკაროებისთვის უნდა მოეწყოს. მერია ამ მიზნით 966 310 ლარს დახარჯავს. შენობის განახლების სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ჯამში, 2021 წელს, ქუთაისს ფონდისგან 12 მილიონი ლარი გადაეცემა.

გასულ წელს თვითმმართველობამ  რეგიონალური განვითარების ფონდიდან 11 მილიონ 800 000 ლარი მიიღო.

ნახეთ, რომელ პროექტებს დააფინანსებს მერია:

➡️ აკაკი ხორავას ქუჩაზე, საგზაო სამოსის, დახურული ტიპის სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარების მოსაწყობად , განსაზღვრულია 1 509 319 ლარი.

➡️ ფოთის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 219 986 ლარი.

➡️ ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის ტროტუარების რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 344 834 ლარი დაიხარჯება .

➡️ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განისაზღვრა 703 883 ლარით.

➡️ გუგუნავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის 966 310 ლარია განსაზღვრული.

➡️ ქალაქში სპორტული მოედნების მოწყობა- რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 765 507 ლარი.

➡️ შანიძის აღმართზე, გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 835 582 ლარი.

➡️ ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად გამოიყოფა 347 732 ლარი. რუსთაველის გამზირის #106-ს მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია კი 156 303 ლარი დაჯდება.

➡️ ჭაბუკიანის ქუჩის მე-8 ჩიხის გზის საფარის რეაბილიტაციის თანხაა 138 707 ლარი.

➡️ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის ირგვლივ გზის საფარის რეაბილიტაციისთვის 135 404 ლარი დაიხარჯება.

➡️ მწვანეყვავილას ქუჩის #9ა-ს მიმდებარე საყრდენი კედლის მოსაწყობად 193 332 ლარი განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბიუჯეტი #რგფ
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.