უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 334
ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 760 პაციენტი მკურნალობს. აქედან 183-ის
მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 26,
საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 7, კლინიკურ სასტუმროში -27
თვითოზოლაციაშია 2 231 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 241 637-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა
993 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 227
208-მდე.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
ვირუსს 2 820 პირი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
მასალის გამოყენების პირობები