ახალი ამბები
ჯანმო - ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა მიმდინარე წელს ვერ მოხდება
FaceBook

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის სუმია სვიმინატანის განმარტებით, მიუხედავად იმისა,


რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებასა და გამოყენებას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადაა საკმარისი, გარკვეული დრო სჭირდება.

"კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოებისა და გამოყენებისთვის დრო არის საჭირო. ვსაუბრობთ არა მილიონებზე არამედ მილიარდებზე,"- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.