ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის (ფოტო)
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსის შემდეგ, წყალი ჩადის ბაგრატის ტაძარშიც.

წვიმისგან დასველებულია როგორც შიდა, ასევე გარე, ტაძრის შესასვლელი კედლები. 




ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს.

მისი თქმით, მიუხედავად სპილენძის გადახურვისა, ტაძარში წყალი მაინც ჩადის.

"ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას",- წერს ნიკოლოზ ანთიძე.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა.  ძეგლზე ჩატარებული არასწორი სარესტავრაციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო, რომლის ნაწილიც ის 1994 წლიდან იყო.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.