ახალი ამბები
მსოფლიო 2021 წლის დადგომას წელს პომპეზურობისა და გრანდიოზული ღონისძიებების გარეშე შეხვდება
FaceBook
მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში საახალწლო ღამისთვის განსხვავებულად ემზადება,
რადგან კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად „ლოქდაუნი“, შეზღუდვები და „კომენდანტის საათი“ ათობით ქვეყანაში მოქმედებს.

მსოფლიოს უდიდესი ქალაქები 2020 წელს უჩვეულოდ, არატრადიციულად წყნარ გარემოში დაემშვიდობებიან და ახალ, 2021 წელს ტრადიციული პომპეზურობისა და გრანდიოზული ღონისძიებების გარეშე მიესალმებიან.

ლონდონში, ყოველწლიური ფიერვერკი, რომელიც მდინარე ტემზის გასწვრივ იმართება, გაუქმდა, მაგრამ ბიგ-ბენი, რომელსაც სარემონტო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა, ღამის 12:00 საათზე აჟღერდება. ქალაქის მცხოვრებლები ახალ წელს გარეთ ვერ შეხვდებიან, ვინაიდან ინგლისში მკაცრი „ლოქდაუნი“ მოქმედებს, რომლის მოქმედების არეალი დღეიდან კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნული წესების ფარგლებში მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის შეუძლიათ, როგორიცაა მაგალითად სავარჯიშოდ ან სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა.

შეზღუდვები გამკაცრდა სიდნეიშიც, რის გამოც მოქალაქეებს ტრადიციული 7-წუთიანი ფოიერვერკისთვის თვალის დევნება მხოლოდ საკუთარი სახლებიდან, ტელევიზორის საშუალებით ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ზოგიერთ ნაწილში 10-მდე ადამიანის მონაწილეობით წვეულების გამართვა დასაშვებია.

საახალწლო ფოიერვერკის გარეშე შეხვდება 2021 წელს ჰონგ-კონგი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში თებერვალში, ჩინური ახალი წლის ტრადიციული აღლუმიც არ გაიმართება.

უჩვეულო ახალი წლის ღამე ექნება შოტლანდიის დედაქალაქის მოსახლეობასაც. ედინბურგის ტრადიციული, ახალი წლის ღამის დღესასწაული, რომელიც როგორც წესი, მსვლელობებით, ფოიერვერკებითა და ქუჩებში სიმღერით აღინიშნება, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

პარიზში, კომპოზიტორ-შემსრულებელი ჟან-მიშელ ჟარი უფასო, ვირტუალურ კონცერტს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად მდებარე სტუდიიდან უმასპინძლებს. პარიზელებს კონცერტისთვის თვალყურის დევნების საშუალება პირდაპირ ეთერში ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება 31 დეკემბერს ტრადიციული შეკრებებისა და წვეულების გამართვის აღკვეთის მიზნით ქვეყნის ქუჩებში 100 000-მდე სამართალდამცავის განთავსებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ე.წ. „კომენდატის საათის“ აღსრულებას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე მოქმედებს.

მასშტაბური ღონისძიებების გარეშე შეხვდებიან ახალ წელს გერმანიის ქალაქებიც. პანდემიის გამო ბარები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულია. აკრძალულია ფოიერვერკების გაყიდვა. ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ქვეყანაში "მშვიდი და წყნარი ახალი წლის ღამეს" იქნება.

„კომენდანტის საათის“ პირობებში ხვდება ახალ წელს მადრიდიც. ქალაქის მოსახლეობას 23:00-დან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში წასვლის ან მოხუცებისა და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული მიზეზით აქვთ.

რიო-დე-ჟანეიროში, სადაც ტრადიციულად თეთრ ტანსაცმელში საზეიმოდ გამოწყობილი მოქალაქეები ახალი წლის ღამით სანაპიროებზე გადიან, თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლება სანაპიროებზე შესასვლელებს ჩაკეტავს.

უჩვეულო ახალი წლის ღამე ექნება ნიუ-იორკს, ათწლეულების განმავლობაში პირველად, ტაიმზ-სკვერი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის დაიხურება. მხოლოდ წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ათეულ ჯანდაცვის მუშაკსა და მათი ოჯახის წევრებს მიეცემათ საშუალება ახალ წელს ტაიმზ-სკვერზე იმ სცენასთან ახლოს შეხვდნენ, სადაც რამდენიმე შემსრულებელი სიმღერით წარდგება, მათ შორის იქნება გლორია გეინორი, რომელიც შეასრულებს სიმღერას: „მე გადავრჩები“.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა
17:31 / 28.11.2024
„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის" პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული
ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი
უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.
15:39 / 28.11.2024
დატბორილი სახლები და ეზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, გათიშული ელექტროენერგია და შეზღუდული მოძრაობა გზებზე - ასეთია ორდღიანი უხვი ნალექის შედეგები იმერეთის რეგიონში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.