რიონის ხეობის მცხოვრებთა ნაწილმა ჟონეთში
კონტრაქცია გამართა.
ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია
"ენკასთან" შეკრებილებმა, ჰესის მშენებლობის გაგრძელება
მოითხოვეს. ისინი არ ეთანხმებიან მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" წარმომადგენლებს, რომლებიც ხეობაში 105 მეტრიანი
კაშხლის აშენებას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე შეკრებილების თქმით,
კომპანიას აქვს რამდენიმე დასკვნა წარმოდგენილი, რის საფუძველზეც მათ
სჯერათ, რომ ჰესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ
წარმოადგენს.
"არის გეოლოგიური დასკვნები, ბევრი დასკვნა აქვს
წარმოდგენილი და არის უსაფრთხო. ჩვენ მოვითხოვთ გაგრძელდეს
მშენებლობა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დასაქმდნენ ადამიანები",-
ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ოთარ ასათიანი.
მასალის გამოყენების პირობები