ახალი ამბები
რა შემთხვევაში მიიღებენ პარტიები დაფინანსებას
FaceBook

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ასეთი შინაარსის არის მუხლი, რომლის ასახვაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში იგეგმება. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.


შესაბამისად, პარტიებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვათ, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.


"პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციურ სამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად. პარტიების კონსტიტუციური ფუნქციაა, მონაწილეობა მიიღონ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზება. წარმომადგენლობით დემოკრატიაში აღნიშნულ ფუნქციას პარტიები არსებითად არჩევნებისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს − პარლამენტის მეშვეობით ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში ქმედითი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის.


იმ პირობებში კი, როდესაც პარტია ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ასრულებს კონტრპროდუქტიულ როლს და პრინციპულად ეწინააღმდეგება დაფინანსების სამართლებრივ ამოცანას", - ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:


  1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;

  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;

  3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;

  4. „პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი;

  5. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი;

  6. „ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;

  7. „გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;

  8. „კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;

  9. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი;

    „ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;

  10. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;

  11. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.