გოგი წულაიამ ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას დაბადების დღე გადაუხადა (ვიდეო)
11:30 / 19.12.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს"
თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში წერეთლის ქუჩას, სადაც სამი
წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუბილე
გადაუხადა.
მისი თქმით, მერია არასწორი მენეჯმენტის გამო ერთი და იგივე გზას
რამდენჯერმე თხრის და სამუშაოებს წლების განმავლობაში
აჭიანურებს.გოგი წულაიამ სამი წლის
"იუბილეს"აღსანიშნად ტორტი და სანთლები მიიტანა.
"ეს არის მაგათი უთავბოლობის ბრალი. ჯერ იყო
ინტერნეტის კაბელების ჩაყრა დაიწყეს, შემდეგ "სოკარ გაზმა" გათხარა,
ახლა დაიწყო კანალიზაცია და სამი წელია აქ მცხოვრებ ადამიანებს და
მოქმედ ობიექტებს არ ღირსებიათ ნორმალური გზა. ზაფხულში
მტვერია,ზამთარში ტალახი. ამიტომ, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია
ცქიტიშვილს მივულოცეთ მათი პირმშოს, წერეთლის ქუჩის სამი წლის იუბილე.
ვულოცავთ იმასაც, რომ ისევ გახდა მინისტრი და იმედი გვაქვს 7-8 წლამდე
გააძლებინებს მათ პირმშოს", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას
ბრალდებებზე განმარტებას არ აკეთებენ. საგზაო დეპრატამენტში კი
აცხადებენ, რომ წერეთლის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების ვადა 2021
წლის გაზაფხულამდეა.
„ადრე რა სამუშაოები მიმდინარეობდა იქ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გზის
საფარის და სანიაღვრეს მოწყობა მიმდინარე წლის სექტემბერში
დავიწყეთ და ვადა გვაქვს გაზაფხულამდე. ბევრი შიდა კომუნიკაციაა იქ და
ამიტომ გაჭიანურდა კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები, მაგრამ როგორც
გითხარით, დრო გვაქვს“, - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები