ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მაღაზია
გაქურდეს.
უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გატეხეს და
თანხის წაღება მოახერხეს. ზუსტი რაოდენობა უცნობია, მიმდინარეობს
დადგენა.
როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს,
შემთხვევა დილით მოხდა, მან ხმაური გაიგონა და მაღაზიაში მისულს
კარი გატეხილი დახვდა. ადგილზე სამართალდამცველები
მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 19-177-ე მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი
პირი.
მასალის გამოყენების პირობები