ახალი ამბები
ბაღდათელი მეღვინის ციცქა-ცოლიკოური ჰოლანდიაში საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვდა
FaceBook
ბაღდათელი მეღვინის, ბაია აბულაძის მარნის ციცქა-ცოლიკოური ჰოლანდიაში საუკეთესო 103 ღვინოს შორის მოხვდა.

ღვინოების შესარჩევად კონკურსი ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ჟურნალმა ჩაატარა. ამ ქვეყანაში ბაიას ექსპორტზე ღვინო ისედაც გაჰქონდა, თუმცა მისი ,,ციცქა-ცოლიკოურის" შესახებ ჰოლანდიელებმა სწორედ აქედან შეიტყობენ.

"კონკურსში მონაწილეობას იღებდა წითელი და თეთრი ღვინოები, მაგრამ ჩვენმა იმპორტიორმა გააგზავნა ქართული ქვევრის ღვინოები, მესამე ფერის კატეგორიაში. მათ განსხვავებული შეფერილობა აქვს და ამან თავისი შედეგი აჩვენა",- ამბობს ბაია აბულაძე.

ბაია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ბიზნესს უჭირს, მისი მარნისთვის ჰოლანდიური აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შეუმცირდათ. 

,,პანდემიის ფონზე გაყიდვები შემცირდა, მაგრამ ამ დროს რეალურად შევეცადეთ გვეპოვა გზა ღვინის გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ მაღაზიებისა და გაყიდვების მეშვეობით. ჩვენთვის რთულია ასეთ კონკურსებში მონაწილეობა გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ დიდი თანხაა ხოლმე გადასახდელი, ამიტომაც ნაკლებად გვაქვს მსგავსი ჯილდოები. ეს კი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მეურნეობისთვის", - ამბობს ბაია აბულაძე.

კონკურსში წარმატების შემდეგ ის ჰოლანდიიდან დამატებითი შეკვეთების მიღებას ელოდება. თუმცა,  ბაიას მარისთვის ეს ქვეყნის ფარგლებს პირველი გასვლა არ იქნება. ჰოლანდიის ჩათვლით ბაღდათელი მეღვინის პროდუქცია მსოფლიოს ათ ქვეყანაში იყიდება.

ნახეთ რა გზა გაიარა ბაიას ღვინომ ევროპამდე  ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ სტატიაში - "ღვინის გზა" ობჩიდან ევროპამდე. 


ვტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების
ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ
განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის
სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
10:57 / 15.04.2025
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,
13:09 / 14.04.2025
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.