ახალი ამბები
ქუთაისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტი გახსნეს
FaceBook
ქუთაისში  სამი დღის წინ მომხადრი ავტომანქანების გაქურდვის  ფაქტი გახსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.მ. და 2003 წელს დაბადებული რ.ხ. ამხილეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა - ე.წ. პლანშეტი, ასევე, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე არასრულწლოვანი, დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები დანაშაულს აღიარებენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს ოთხი ავტომობილი გატეხეს. შემთხვევა  აბაშიძის ქუჩაზე  გვიან ღამით მაშინ მოხდა, როცა გაადადგილება აკრძალული იყო.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.