ბაღდათში, სახლის ძარცვის დროს ნაცემი მამაკაცის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია.
იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
"პაციენტს აღენიშნება ჰემორანგიული ინსულტი. მდგომარეობა მართვადია.
მკურნალობის პროცესში ჩართულია ნევროპათოლოგი", - ამბობს
ქუთაისიპოსტთან საუბარში კლინიკის მენეჯერი კახა
მეფისაშვილი.
პირველ დეკემბერს, ბაღდათის სოფელ ფერსათში,
გოგუცაძეების ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში, სადაც ხანდაზმულები
ცხოვრობენ, ნიღბიანი პირები კომენდანტის საათის დროს შევიდნენ
და 80 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარს ფული მოსთხოვეს.
მძარცველებმა მოხუცები სცმეს.
მომხდარზე
მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე
თემაზე:
ნაცემია მოხუცი
ცოლ-ქმარი - ყაჩაღობა
ბაღდათში
მასალის გამოყენების პირობები