1 დეკემბერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ
(WHO) შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ 1987 წელს
გამოაცხადა.
მას მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით
აღნიშნავენ, თუმცა, წელს პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებები არ
ტარდება.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის
მონაცემბით, 2020 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში აივ
ინფიცირების 197 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რაც 14-ით ნაკლები იყო
წინა წლის იმავე მონაცემებზე. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39
წლამდეა. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია
თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო, მესამე ადგილზე კი იმერეთია. 2020
წლის მაისის მონაცემებით, აივ ინფექციით გარდაცვლილია 38
ადამიანი.
შიდსი არის აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. ვირუსი
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკაში აღმოაჩინეს, თუმცა, ის,
სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის
სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით
იყო ინფიცირებული. აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს
მიეკუთვნებიან: მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ);
ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები და სექს მუშაკები.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა. შიდსის ცენტრის
ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.
მასალის გამოყენების პირობები