ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა
სხდომის დატოვების შემდეგ იმ განცხადებებზე
ისაუბრეს, რისი გაჟღერებაც საკრებულოს სხდომაზე სურდათ.
ფრაქციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, საკრებულოს
უმრავლესობისთვის ცნობილი იყო მათი განცხადების შინაარსი, რის გამოც
აზრის გამოთქმის საშუალება არ მიეცათ.
"ნაციონალების" განცხადებით,
19 ოქტომებრს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის"
ოფისზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საჯარო სექტორში დასაქმებული
პირებიც ესწრებოდნენ.
"ეს არ იყო აქცია. ეს იყო თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე,
რაშიც უამრავი საჯარო მოხელე მონაწილებდა. გვსურს მივმართო,
საკრებულოს წევრს კახა დვალიშვილს, რა ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც
იმ თავდასხმისას საჯარო მოხელეები აღმოაჩინა, რადგან როგორც
დვალიშვილმა განმარტა, იმ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან,
სწორედ ამ მიზეზის დასადგენად იმყოფებოდა. ეს ჩვენს კოლეგებს,
რომლებიც ხალხს ჩვენს წინააღმდეგ რაზმავდნენ, ბუმერანგივით
დაუბრუნდებათ და ამას ქართველი ხალხი გააკეთებს,"- განაცხადა დავით
გოგისვანიძემ.
მისივე განცხადებით, მსგავსი ფაქტის განმეორება, ქალაქში ტურისტების
მოზიდვას ხელს შეუშლის და შესაბამისად, ტურისტული სეზონი ჩავარდება,
რაც ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ფრაქცია "ნაციონალების" წევრები ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
დასწრებას არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, საკრებულოზე განსახილველი
საკითხები ქალაქისთვის არაფრის მომტანი და უინტერესოა.
საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები