დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.
„ადამიანები, რომლებიც ფორმალურად იყვნენ დასაქმებული, თუმცა დაკარგეს
სამსახური, 1200 ლარს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის
ოდენობით. პროგრამა აღდგება 1 იანვრიდან“, - განაცხადა გიორგი
გახარიამ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა
და ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი ახლაც შენარჩუნდება.
ინფორმაციისთვის, 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში იღებდნენ
ისინი, ვინც covid-19-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ და
კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
პროგრამის პირველი ტალღა 1 დეკემბერს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები