მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31
იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
-
21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად,
ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე
შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
-
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის –
რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ
შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
-
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და
„დრაივი“.
-
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
-
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი
ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ
ფორმატით.
-
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების
საქმიანობა.
დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში,
ფოთში, ზუგდიდში, თელავში — და სათხილამურო კურორტებზე —
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება
შემდეგი შეზღუდვები:
-
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის,
ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
-
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების,
ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და
პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
-
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ
აგრარული ბაზრები;
-
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა)
სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
-
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ
საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად და ჩერდება სათხილამურო
ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება:
-
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
-
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის
მუშაობა.
3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში:
-
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
-
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24
დეკემბრამდე პერიოდში;
-
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვრიდან 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
-
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა,
სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა
შაბათ-კვირისა).
-
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ
მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით
(მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება და შეზღუდვები არ
ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
-
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
-
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
-
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის,
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების
მუშაობას;
-
დელივერსა და გატანის სერვისებს;
-
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების
მუშაობას;
-
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
-
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
-
აგრარული ბაზრობის მუშაობას
-
და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები